რა პოზიციაზე სჭირდება ნაკრებს გაძლიერება? - ვილი სანიოლის პასუხი » სპორტის ხაზი

რა პოზიციაზე სჭირდება ნაკრებს გაძლიერება? - ვილი სანიოლის პასუხი

რა პოზიციაზე სჭირდება ნაკრებს გაძლიერება? - ვილი სანიოლის პასუხი
5-09-2024, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი Crystalsport-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, სანიოლმა კომენტარი ნაკრებში ყველაზე პრობლემატურ პოზიციაზეც გააკეთა.

"ბევრი შემტევი მოთამაშე გვყავს, საკმაოდ კარგი შემტევები, ასევე ნახევარმცველების შემთხვევაშიც, 4-5 მაღალი დონის ნახევარმცველი გვყავს. აი რაც შეეხება მათ უკან პოზიციებს და ცენტრალურ მცველებს, ამ პოზიციებში შესაძლოა გვქონდეს პრობლემები.

ვირკველია ასაკში შედის, ისევე როგორც კაშია და გველესიანიც - და ვინ მოდის მათ შემცვლელად? იცით, სწორედ ამიტომ გამოვიძახე ტაბიძე ნაკრებში, რომელიც შედარებით ახალგაზრდაა. ასევე მინდა გადრანის თამაშიც ვნახო, ის 26 წლისაა და წინ საკმაოდ გრძელი კარიერა ელოდება.

კალანდაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ეს არის ის, თუ როგორ ვხედავ მომავალ. საქართველოს ნაკრებში 2-3 წელიწადში მცველების პოზიცია უნდა გაუმჯობედეს
", - განაცხადა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი