"კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით", - ლოჩოშვილის კომენტარი სანაკრებო შეკრებიდან » სპორტის ხაზი

"კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით", - ლოჩოშვილის კომენტარი სანაკრებო შეკრებიდან

"კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით", - ლოჩოშვილის კომენტარი სანაკრებო შეკრებიდან
5-09-2024, 10:49
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში გამართა.

სანაკრებო შეკრების და მომდევნო მატჩების შესახებ გააკეთა კომენტარი ეროვნული გუნდის მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა.

"ძალიან კარგი შეგრძნებაა ნაკრების შეკრებაზე ყოფნა, რადგან ერთი დიდი ოჯახი ვართ. ევროპის ჩემპიონატის ემოციების შემდეგ, რომელიც მთელმა ქვეყანამ განიცადა, მონატრებული გვქონდა სანაკრებო პერიოდი.

ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის, კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ და თამასა შევინარჩუნოთ, რადგან უფრო მეტად განვვითარდეთ. ვფიქრობ, გავაგრძელებთ წინსვლას და კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით
", - განაცხადა ლოჩოშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი