დევიდ ბექჰემის 22 წლის შვილმა რომეომ, საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და სამოდელო კარიერაზე გაამახვილებს ყურადღებას.
რომეო ბექჰემს "ბრენტფორდისგან" ახალი კონტრაქტი იყო შეთავაზებული კლუბის სარეზერვო გუნდში 3 წლით დასარჩენად, თუმცა რომეომ უეცარი გადაწყვეტილება მიიღო, საფეხბურთო კარიერა დაასრულა და, შესაბამისად, კლუბიც დატოვა.
რომეო ბექჰემი "ბრენტფორდის" საკუთრება იყო, თუმცა ინგლისური კლუბის მაისურით არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, საიდანაც "ინტერ მაიამიში" იყო განათხოვრებული.
საბოლოო ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ცნობილ პარიზული მოდის სახლთან სამოდელო კონტრაქტი გააფორმა.