საქართველოს ახალგაზრდული 21-წლამდე ნაკრები 5 სექტემბერს მოლდოვასთან გასამართი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს.
"საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 5 სექტემბერს, მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. 5 სექტემბერს, 20:00 საათზე, 21-წლამდელების მოლდოვასთან დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე არსებულ თამაშის გვერდზე, ხოლო ფიზიკური სალარო აჭარაბეთ არენაზე 5 რიცხვში, 11:00 საათიდან იმუშავებს." (nakrebi.ge)