"ნაკრებში ახლაც შესანიშნავი, ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა" - ზივზივაძე მედიასთან საუბრობს » სპორტის ხაზი

"ნაკრებში ახლაც შესანიშნავი, ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა" - ზივზივაძე მედიასთან საუბრობს

"ნაკრებში ახლაც შესანიშნავი, ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა" - ზივზივაძე მედიასთან საუბრობს
4-09-2024, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

3 სექტემბერს, შეკრების მეორე დღეს ვილი საინოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილის აკლდა, რომელიც გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება.

მოსამზადებელ პერიოდზე ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ, ისაუბრა.

"როგორც ყოველთვის, ნაკრებში ახლაც შესანიშნავი, ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელადაა. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ."
- თქვა ბუდუმ. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი