საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი, ივლისში პოზნანის "ლეხის" დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო და ვრცელდებოდა ხმები, რომ გამოცდილი ნახევარმცველი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდებოდა და თბილისის "დინამოსა" ან გორის "დილას" მაისურს მოირგებდა.
თუმცა, დღეს, Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ კვეკვესკირი კარიერას უნგრულ "ნირეგიჰასა სპარტაკუსში" გააგრძელებს, რომელიც უნგრეთის უმაღლესი ჩემპიონატის ბინადარია.