ფაბიო კაპელო ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"კვარაცხელიას საფეხბურთო უნარებს რომ ყურადღება სულ არ მივაქციოთ, გასულ მატჩებში მისი დაფარული მანძილით გაკვირვებული ვარ, ძალიან მაგრად იბრძვის.
წინა მატჩში კვარაცხელია 4-ჯერ გამოეკიდა მეტოქეს ბურთის დასაბრუნებლად. ამ მომენტში, მას კონტეს მუშაობა აშკარად დაეტყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კვარა გუნდისთვის ბოლომდე იბრძვის." - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.