ეროვნულ ლიგაში - საბა კვირკველია დინამო თბილისს შეუერთდა » სპორტის ხაზი

ეროვნულ ლიგაში - საბა კვირკველია დინამო თბილისს შეუერთდა

ეროვნულ ლიგაში - საბა კვირკველია დინამო თბილისს შეუერთდა
2-09-2024, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი, საბა კვირკველია კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს, რის შესახებაც ინფორმაცია ცნობილი Geo Team-მა გახადა.

გარდა ამისა, დინამო თბილისის ხელმძღვანელობა თავად ადასტურებს, რომ 32 წლის ცენტრალურ მცველთან ხელშეკრულება წლის ბოლომდეა გაფორმებული.

საბა კვირკველიას საქართველოს ჩემპიონატში აქამდეც აქვს ნათამაშები. მას ეროვნულ ლიგაში ისეთ კლუბში უთამაშია, როგორიც გაგრა გახლავთ.

თავად თბილისის დინამოს ახლა ძალიან მძიმე პერიოდი უდგას. როგორც რომან ფიფია ამბობს, გუნდში გაახალგაზრდავების პოლიტიკაა დანერგილი. დინამოს პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამით აიხსნება კლუბის ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი