"მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც არ ველოდით" - გურამ კაშიას "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატში განადგურდა » სპორტის ხაზი

"მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც არ ველოდით" - გურამ კაშიას "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატში განადგურდა

"მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც არ ველოდით" - გურამ კაშიას "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატში განადგურდა
2-09-2024, 03:30
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში გურამ კაშიასა და ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის "სლოვანმა" შინ "ჟილინა" მიიღო და 0:5 განადგურდა.

შეხვედრას ქართველი მცველის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის გაფორმებიდან ოთხ დღეში უმასპინძლა და სწორედ კაშია კაპიტნობდა.

"დღევანდელი ჩავარდნა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც არ ველოდით. ერთხელ წაგება არ ნიშნავს, რომ არასწორად ვმოქმედებთ, ასეთი რამ სპორტში ხდება. ცუდი ასპარეზობის და ნაჩვენები თამაში მიუხედავად, ჩემი მოვალეობაა დავიცვა გუნდი, ფეხბურთელები და წარმატება, რომელსაც ბოლო თვეებში მივაღწიეთ." - ამბობს ბორის კიტკა, რომელიც ვაისის ასისტენტის როლს ასრულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი