მორიგი რეკორდი - ერლინგ ჰოლანდის ბრწყინვალე მიღწევა » სპორტის ხაზი

მორიგი რეკორდი - ერლინგ ჰოლანდის ბრწყინვალე მიღწევა

მორიგი რეკორდი - ერლინგ ჰოლანდის ბრწყინვალე მიღწევა
1-09-2024, 17:44
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის მესამე ტურში მანჩესტერ სიტი ვესთ ჰემ იუნაიტედს ეწვია და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით, 1:3 დაამარცხა.

ერლინგ ჰოლანდმა ამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით კი პრემიერ ლიგის ბრწყინვალე რეკორდი დაამყარა.

როგორც Opta-მ დაწერა, ერლინგი გახდა 21-ე საუკუნის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ლიგის საწყის სამ ტურში 2 ჰეთ-თრიკი გაიფორმა!

ცნობისთვის, ნორვეგიელ შემტევს სამ ტურში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი! ჰოლანდი ამ სეზონში ბომბარდირობის მთავარი ფავორიტი იქნება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი