VIDEO: ეს მსოფლიო რეკორდია! - გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიური თამაშები მოიგო! » სპორტის ხაზი

VIDEO: ეს მსოფლიო რეკორდია! - გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიური თამაშები მოიგო!

VIDEO: ეს მსოფლიო რეკორდია! - გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიური თამაშები მოიგო!
1-09-2024, 15:36
Aa Aa
გაზიარება:

პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა პარასპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ჩვენი გუნდის ანგარიშზე დღემდე ერთი მედალი გახლდათ. პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი