კობალაძის ბრინჯაო - საქართველომ ჭაბუკთა მსოფლიო ლიგაზე გამოსვლა დაასრულა » სპორტის ხაზი

კობალაძის ბრინჯაო - საქართველომ ჭაბუკთა მსოფლიო ლიგაზე გამოსვლა დაასრულა

კობალაძის ბრინჯაო - საქართველომ ჭაბუკთა მსოფლიო ლიგაზე გამოსვლა დაასრულა
1-09-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულებულ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის ბოლო დღეს +90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ნოდარ კობალაძე დაეუფლა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ფრანგი ძიუდოისტი დაამარცხა.

მსოფლიო პირველობაზე 29 აგვისტოს გიორგი გივიშვილი (66 კგ) ჩემპიონი გახდა – ქართველმა ფინალში რუს აბდულახ პარჩიევს გაფრთხილებებით სძლია.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 ძიუდოისტით გამოვიდა:

55 კგ – შოთა ბაჩოშვილი

60 კგ – მერაბ სამადაშვილი, ლუკა დათაშვილი

66 კგ – გიორგი გივიშვილი, ვასილ გამეზარდაშვილი

73 კგ – ცოტნე ბახტაძე, გიორგი მუმლაძე

81 კგ – საბა ჯახველაძე

90 კგ – გიორგი გელაშვილი

+90 კგ – ნოდარ კობალაძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი