23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრება ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-1 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის დასრულებულ პირველობაზე ერთეულებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთ ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებულები ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილის ანგარიშზეა.