ჩელსი არ ჩერდება - ლურჯებმა ჯეიდონ სანჩო დაიმატეს » სპორტის ხაზი

ჩელსი არ ჩერდება - ლურჯებმა ჯეიდონ სანჩო დაიმატეს

ჩელსი არ ჩერდება - ლურჯებმა ჯეიდონ სანჩო დაიმატეს
1-09-2024, 13:18
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსის ამერიკელი პრეზიდენტი, ტოდ ბოელი ფულის ხარჯვას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ლურჯებმა ჯეიდონ სანჩო დაიმატეს.

ინგლისელი გარემარბი ამ სეზონში ჩელსიში იჯარით ითამაშებს, თუმცა არისტოკრატებს გაისად სანჩოს გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ.

როგორც დაიწერა, ჩელსის ჯამურად სანჩოს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება. სხვათა შორის, სანჩოს დამატებასთან ახლოს იუვენტუსიც იყო, თუმცა ტურინელებმა უარი სწორედ გამოსყიდვის ვალდებულების გამო თქვეს.

შეგახსნებთ, რომ ჯეიდონ სანჩოს პრემიერ ლიგაში აქამდეც უთამაშია. ამ დრომდე სანჩოს მანჩესტერ იუნაიტედის მაისური ჰქონდა მორგებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი