ანტონიო კონტე: "ეს ყველაფერი ერთი დიდი აბსურდია და უნდა შეიცვალოს" » სპორტის ხაზი

ანტონიო კონტე: "ეს ყველაფერი ერთი დიდი აბსურდია და უნდა შეიცვალოს"

ანტონიო კონტე: "ეს ყველაფერი ერთი დიდი აბსურდია და უნდა შეიცვალოს"
1-09-2024, 11:13
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-3 ტურში ნაპოლიმ მძიმე ბრძოლაში მოიგო. ანტონიო კონტეს გუნდი პარმასთან მინიმალური სხვაობით აგებდა, თუმცა მატჩის ბოლომდე ნეაპოლელებმა ანგარიში მაინც დაატრიალეს და 2:1 იმარჯვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კონტემ უმთავრესი აქცენტი შემადგენლობის დაკომპლექტების თავისებურებაზე გააკეთა.

კლუბმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, თანაც საკმაოდ თანმიმდევრული და გამართული. ვიქტორ ოსიმენი არ დაბრუნდება, რადგან ვინც არსებულ წესებს უპატივცემულოდ ექცევა, ის არც გვჭირდება.

უნდა ითქვას ისიც, რომ სათადარიგო სკამზე არ მყავდა ნახევარმცველები, რომ ანგისა და ლობოტკა შემეცვალა. უნდა მელოცა, რომ არაფერი მომხდარიყო და ტრავმა არ მიეღოთ. აბსურდია, რომ სატრანსფერო ფანჯრის პარალელურად სეზონი იწყება, იმედი მაქვს, რომ ეს წესი შეიცვლება.

- თქვა კონტემ.

ცნობისთვის, ნაპოლის სამი ტურის შემდეგ სერია A-ში 6 ქულა აქვს მოპოვებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი