"ეს ქართველი ფეხბურთელი კარგ ღვინოს მაგონებს" - სანიოლის საინტერესო შედარება » სპორტის ხაზი

"ეს ქართველი ფეხბურთელი კარგ ღვინოს მაგონებს" - სანიოლის საინტერესო შედარება

"ეს ქართველი ფეხბურთელი კარგ ღვინოს მაგონებს" - სანიოლის საინტერესო შედარება
30-08-2024, 21:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის ღია პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა საუბრისას გურამ კაშია კარგ ღვინოს შეადარა და თქვა, რომ ასაკთან ერთად გურამი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. არც კი მიფიქრია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაკრებში კარიერას დაასრულებდა. კარგი ღვინოსავითაა, ასაკის მატება უხდება. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენი კაპიტანია, დიდი იმედი მაქვს დიდხანს იქნება ჩვენთან ერთად და გააგრძელებს გუნდის კაპიტნობას.

- თქვა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთა ლიგის პირველ შეხვედრას ჩეხეთთან 7 სექტემბერს საშინაო კედლებში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი