საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ახალ ციკლს ამჯერად არც თუ ისე იოლ B დივიზიონში დაიწყებს, სადაც ჩვენი მეტოქეები ალბანეთი, უკრაინა და ჩეხეთი იქნებიან.
ამ უკანასკნელთან პირველ შეხვედრას სულ მალე, კერძოდ 7 სექტემბერს საშინაო კედლებში გავმართავთ და შევეცდებით, რომ ჯგუფი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დავიწყოთ.
იქამდე კი გთავაზობთ მეტოქე გუნდის დამრიგებლის, ივან ჰაშეკის კომენტარს, რომელიც გეგმავს, რომ თავისი ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გაიყვანოს.