იქნება საქართველო 2026 წლის მუნდიალზე? - ვილი სანიოლის პასუხი » სპორტის ხაზი

იქნება საქართველო 2026 წლის მუნდიალზე? - ვილი სანიოლის პასუხი

იქნება საქართველო 2026 წლის მუნდიალზე? - ვილი სანიოლის პასუხი
30-08-2024, 19:41
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შემოდგომის მატჩებისთვის ღია პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა ერთ-ერთ მონაკვეთში აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასლის შესახებ გააკეთა. აი, რა თქვა სანიოლმა:

მომავლის შესახებ რამის თქმა რთულია. მოგეხსენებათ, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალ წელს იწყება. ჯერ ერთა ლიგას ვითამაშებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მთელ ქვეყანას, ფედერაციას, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს - ყველას სურს, რომ განმეორდეს, რაც ზაფხულში გამოვცადეთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

- თქვა ვილიმ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი 7 სექტემბერს ჩეხეთს ერთა ლიგის ეგიდით უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი