"მისი დამატებით ბედნიერი ვარ, რადგან.." - ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილის ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

"მისი დამატებით ბედნიერი ვარ, რადგან.." - ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილის ტრანსფერზე

"მისი დამატებით ბედნიერი ვარ, რადგან.." - ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილის ტრანსფერზე
30-08-2024, 17:18
Aa Aa
გაზიარება:

მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერის შემდეგ, ინგლისური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

"განხორციელებული ტრანსფერებით ბედნიერი ვარ - გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება მარტივი არ ყოფილა, რადგან ისედაც ძლიერი გუნდი გყვავს.

მამარდაშვილი, იმედია სწორად გამოვთქვი მისი გვარი, კლუბის გრძელვადიანი გეგმების და მომავლის ნაწილია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შეძენა.

ლივერპულის ყველა მეკარით კმაყოფილი ვარ და ზოგადად, ახლაც და გრძელვადიან პერსპექტივაშიც, მეკარეებთან დაკავშირებული პრობლემები არ გვექნება, ამ მხრივ კარგ მდგომარეობაში ვართ
", - განაცხადა სლოტმა.

ცნობისთვის, ქართველმა მეკარემ ლივერპულთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვალენსიაში დარჩება. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, მერსესაიდელებს ახალგაზრდა მეკარის შეძენა 35 მილიონი ევრო დაუჯდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი