იაშვილი: "იაკობიშვილს ერთადერთი რამ არ ჰქონდა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ.." » სპორტის ხაზი

იაშვილი: "იაკობიშვილს ერთადერთი რამ არ ჰქონდა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ.."

იაშვილი: "იაკობიშვილს ერთადერთი რამ არ ჰქონდა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ.."
30-08-2024, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე თვის წინ, აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა იყო იმედი, უნგრეთის მოქალაქეს და ჟირონას მცველს, ანტალ იაკობიშვილის საქართველოს სახელით ეთამაშა.

თუმცა, ეს იმედები მას შემდეგ მიილია, რაც ცნობილი გახდა, რომ 20 წლის ფეხბურთელი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახეს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იაკობიშვილი ჯვაროსანთა რიგებში არ ითამაშებს, ალექსანდრე იაშვილმაც დაადასტურა: "ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მეტი კარგი ფეხბურთელი ჩამოვიყვანოთ ნაკრებში, ვისაც ქართული წარმომავლობა აქვს.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დავუკავშირდით, ვილი სანიოლიც გავასაუბრეთ და ჩვენი სურვილი იყო, მარტში, პლეი-ოფის მატჩებში განაცხადში ყოფილიყო.

რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ. ანტალ იაკობიშვილს ერთადერთი რამ არ ჰქონდა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ: სურვილი. ეს არის ნაკრები, არ არის კლუბი. აქ ფეხბურთელები თავიანთი სურვილით უნდა თამაშობდნენ და იცოდნენ, რომ ქვეყანას წარმოადგენენ. აირჩია უნგრეთის ნაკრები და ვუსურვებ წარმატებას მის არჩევანში
", - ციტირებს იაშვილის კომენტარს Geo Team.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი