ლა ლიგის 21-ე ტურში ჟირონამ სევილია 5:1 გაანადგურა, რის შედეგადაც მადრიდის რეალი ისევ უკან მოიტოვა.
სევილიელები ისააკ რომეროს გოლით მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ 6-წუთიან ინტერვალში არტიომ დოვბიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა. უკრაინელი ფორვარდის გოლებით კატალონიელებმა მატჩის ბედი პრაქტიკულად მე-19 წუთისთვის გადაწყვიტეს. შემდეგ იყო ვიქტორ ციგანკოვის და კრისტიან სტუანის გოლებიც. მოკლედ, ჟირონა უკვე აღარ არის სიურპრიზი - გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მიუხედავად იმისა, რომ რეალზე თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ქულით მეტიც აქვს და ამ დროისთვის ლა ლიგას სათავეში უდგას.
30-ე წუთიდან ითამაშა ანტალ იაკობიშვილმა. 19 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომლის სიმაღლე 1.93 მეტრია. იგი უნგრეთის მოქალაქე გახლავთ, თუმცა,
Transfermarkt-ზე მას მოქალაქეობის გრაფაში ქართული დროშაც აქვს აღნიშნული.
Sofascore-მ ჟირონას დებიუტანტის თამაში 7.30 ქულით შეაფასა. მან 2 საჰაერო დუელი მოიგო და 1 მნიშვნელოვანი პასიც გააკეთა. იაკობიშვილისთვის ეს ლა ლიგაში დებიუტი იყო, 18 იანვარს კი, სამეფო თასზე რაიო ვალეკანოსთანაც ვიხილეთ.