"ჩემი მიზანი ამ რაოდენობის გოლების გატანაა" - რონალდუ ნიშნულს ასახელებს » სპორტის ხაზი

"ჩემი მიზანი ამ რაოდენობის გოლების გატანაა" - რონალდუ ნიშნულს ასახელებს

"ჩემი მიზანი ამ რაოდენობის გოლების გატანაა" - რონალდუ ნიშნულს ასახელებს
29-08-2024, 11:39
Aa Aa
გაზიარება:

კრიშტიანო რონალდომ იუთუბის ახალ არხზე რიო ფერდინანდი მიიწვია სტუმრად, ერთ-ერთ ეპიზოდში მან თავის გოლების მიზანზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს 900-გოლამდე ერთი გოლი აშორებს.

''ვფიქრობ, რომ დრიბლინგი, დარტყმა, გოლების გატანა და ახტომის ძალა ისევ მაქვს. როცა შევიგრძნობ, რომ ამის გაკეთება აღარ შემიძლია, ფეხბურთს თავს აუცილებლად დავანებებ. ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ვარ, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა მინდა. 900 გოლამდე მალე ავალ. მინდა, რომ 1000 გოლსაც მივაღწიო. იმ პერიოდში, ალბათ, 41 წლის ვიქნები." - ამბობს პორტუგალიელი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი