შესაძლოა გუნდი დატოვოს - კარლსრუემ ზივზივაძის სანაცვლოდ მილიონიანი შეთავაზება მიიღო » სპორტის ხაზი

შესაძლოა გუნდი დატოვოს - კარლსრუემ ზივზივაძის სანაცვლოდ მილიონიანი შეთავაზება მიიღო

შესაძლოა გუნდი დატოვოს - კარლსრუემ ზივზივაძის სანაცვლოდ მილიონიანი შეთავაზება მიიღო
27-08-2024, 21:39
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული გამოცემა ka-news-ის ინფორმაციით, კარლსრუემ ბუდუ ზივზივაძის თაობაზე სერიოზული შეთავაზება მიიღო.

საუბარია მილიონიან წინადადებაზე, რაზეც კლუბს უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, 30 წლის ქართველმა კარლსრუე დატოვოს.

ამ დრომდე, მედიაში ზივზივაძის მსურველი კლუბის სახელი არ გაჟღერებულია, თუმცა, შეთავაზებაზე უკვე არაერთმა გამოცემამ დაწერა.

სავარაუდოდ, ყველაფერი პირველი სექტემბრისთვის გვეცოდინება, როცა სატრანსფერო ფანჯარაც დასრულდება და კარლსრუე აინტრახთან მატჩს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი