რამდენიმე თვის წინ, აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა იყო იმედი, უნგრეთის მოქალაქეს და ჟირონას მცველს, ანტალ იაკობიშვილის საქართველოს სახელით ეთამაშა.
თუმცა, ეს იმედები მას შემდეგ მიილია, რაც ცნობილი გახდა, რომ 20 წლის ფეხბურთელი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახეს.
საქმე იმაშია, რომ თუ იაკობიშვილი რომელიმე მატჩში მონაწილეობას მიიღებს, საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი დაიხურება.