პარაოლიმპიელი ვახტან ახობაძის საქართველოში დაბრუნება ძალიან სევდიანი გამოდგა, რადგან ჩემპიონს სამშობლოში მადლობის სათქმელად არავინ დახვდა, თავად სპორტსმენი კი ქუთაისის მიმართულებით ავტობუსით წავიდა.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც ვახტანს მადლობის სათქმელად შეეგება, ქეთევან მუსელიანი გახლდათ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახობაძეზე პოსტი გამოაქვეყნა.
ამ პოსტის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ვახტანგის გახარება! როდესაც გავიცანი, საოცრად გავბედნიერდი, სიკეთით და სიყვარულით სავსე ადამიანი გახლავთ. გაცნობის შემდეგ თავის თანაგუნდელ ბიჭთან ერთად წავიდა… ვიფიქრე, ქუთაისში მანქანით მიდიოდნენ. მეორე დღეს გავიგე, რომ ქუთაისამდე ავტობუსით წასულა. რომ მცოდნოდა, ავტობუსით აპირებდა წასვლას, აუცილებლად მანქანით წავიყვანდი. არ უთქვამს არაფერი...
ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა და როცა მახსენდება, მეტირება… ამ ვიდეოში ჩანს, რომ მხოლოდ მე და დედაჩემი დავხვდით აეროპორტში ასეთ გენიალურ, თავმდაბალ ადამიანს, მსოფლიო ჩემპიონს, რომლითაც მთელი ქვეყანა ვამაყობთ და ვიამაყებთ მუდამ.
უზომოდ მინდა, რომ სათანადოდ დავაფასოთ. გთხოვთ, სადაც მიგვიწვდება ხმა ან ვინც წაიკითხავთ ამ პოსტს, ვაჩუქოთ საჩუქრები, გავახაროთ, რასაც ეს ადამიანი ყველაზე მეტად იმსახურებს! მე მჯერა, რომ ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, გავულამაზოთ დღეები. "ადამიანი ადამიანისთვის მზეა..."
- წერს ქეთევან მუსელიანი.