მექვაბიშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ჯვარედინი მყესების გაწყვეტა არ დადასტურდა » სპორტის ხაზი

მექვაბიშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ჯვარედინი მყესების გაწყვეტა არ დადასტურდა

მექვაბიშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ჯვარედინი მყესების გაწყვეტა არ დადასტურდა
27-08-2024, 02:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უნივერსიტატეა კრაიოვას" 23 წლის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის სუპერლიგის ბოლო ტურში, მძიმე დაზიანება მიიღო.

საბოლოო ინფორმაციით, მექვაბიშვილის ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ რუმინელები, თუმცა ეროვნულ ნაკრებს ერათ ლიგის მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება.

დღეს 23 წლის ქართველ ლეგიონერს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, დაზიანება, რომელიც მანამდე ჯვარედინი მყესების გაწყვეტა ეგონათ, ასეთი სიმძიმის არ აღმოჩნდა და მექვაბიშვილი ოთხიდან ექვს კვირამდე გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც ერთი გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი