გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში - რევაზ ჩელებაძის კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში - რევაზ ჩელებაძის კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში - რევაზ ჩელებაძის კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე
24-08-2024, 13:28
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ გამოცემა Metaratings-სთან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საუბარი შეეხო გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში შესაძლო ტრანსფერსაც.

"მამარდაშვილი ლივერპულში თუ გადავა, გუნდში საუკეთესო იქნება - ის უბრალოდ შესანიშნავი ფეხბურთელია. მართალია, არის გარკვეული კომპონენტები, რომელიც გასაუმჯობესებელი აქვს, მაგრამ კარის ხაზზე ნომერ პირველია", - განაცხადა ჩელებაძემ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები წარმატებული მატჩების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა - ბოლოს, ყველაზე აქტიურად ქართველი მეკარის სახელი ლივერპულს დაუკავშირეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი