მწვრთნელმა დაადასტურა - იქნება თუ არა მამარდაშვილი დღეს ძირითადში » სპორტის ხაზი

მწვრთნელმა დაადასტურა - იქნება თუ არა მამარდაშვილი დღეს ძირითადში

მწვრთნელმა დაადასტურა - იქნება თუ არა მამარდაშვილი დღეს ძირითადში
23-08-2024, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 23 აგვისტოს ლა ლიგის მე-2 ტური აიღებს სათავეს, ორი მატჩიდან ერთ-ერთში კი გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ვიგოს სელტას ესტუმრება.

როგორც იცით, გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერი 99%-ით დახურულია, თუმცა გარკვეული დეტალები მოსაგვარებელი ჯერ კიდევ რჩება.

ვალენსიას მწვრთნელის, რუბენ ბარახას თქმით, გიორგი კვლავ გუნდთან ერთადაა და ვიგოური კლუბის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება.

ამდენად, ქართველ მეკარეს დღევანდელ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. ცნობისთვის, სელტასა და ვალენსიას მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი