როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელია 23 წლის ასაკში მშობელი გახდა, - ქართველ ფეხბურთელს და ნიცა თავაძეს პატარა დამიანე ეყოლათ.
ამასთან დაკავშირებით სიახლე ნაპოლიზე ორიენტირებულმა ვებგვერდმა, Sportnapoli-მ გამოაქვეყნა, რომელმაც დაწერა, რომ ხვიჩა მინდორზე გასვლას და გოლის საკუთარი შვილისთვის მიძღვნას მოუთმენლად ელის.