იტალიური საფეხბურთო მედიაში "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას. მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაცია ვრცელდება.
"შვილის შეძენის გამო მინიჭებული დასვენების დღეების შემდეგ, ქართველი შემტევი კლუბს დღეს დაუბრუნდება და გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს. თავის არეში, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები უკვე უკან მოიტოვა და მომდევნო ტურში, "ბოლონიასთან" მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება." - წერს Corriere Dello Sport.
"ნაპოლი" მარადონაზე "ბოლონიას" სერია ა-ს მეორე ტურში 25 აგვისტოს, 22:45 საათზე დაუპირისპირდება.