რა თანხას მიიღებს დინამო თბილისი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერით » სპორტის ხაზი

რა თანხას მიიღებს დინამო თბილისი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერით

რა თანხას მიიღებს დინამო თბილისი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერით
22-08-2024, 17:24
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია - დარჩენილია მხოლოდ ფორმალური საკითხები და ტრანსფერიც მალე გაოფიციალურდება.

გავლენიანი სპორტული გამოცემების მტკიცებით, ინგლისურ გრანდს მამარდას დამატება 35 მილიონი ევრო დაუჯდა + ქართველი ფეხბურთელი 1 წლით კვლავ ვალენსიაში დარჩება (იჯარის წესით) და ალისონ ბეკერის წასვლისთანავე, ლივერპულის მთავარი მეკარე გახდება.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზემოთხსენებული ტრანსფერით ფინანსურად დინამო თბილისიც იხეირებს - ვალენსიასთან კონტრაქტში ჩადებული პუნქტის წყალობით, რომან ფიფიას გუნდი დაახლოებით 3.5 მილიონ ევრომდე მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი