საკითხი დახურულია - სად გააგრძელებს გიორგი მამარდაშვილი კარიერას » სპორტის ხაზი

საკითხი დახურულია - სად გააგრძელებს გიორგი მამარდაშვილი კარიერას

საკითხი დახურულია - სად გააგრძელებს გიორგი მამარდაშვილი კარიერას
22-08-2024, 13:17
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპული და ვალენსია გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი თაობაზე უკვე შეთანხმდნენ - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური მედია ბოლო საათებია აქტიურად ავრცელებს.

ადგილობრივი პრესის თანახმად, შეთანხმება მიღწეულია, თუმცა საკითხის გაოფიციალურებამდე საბოლოო ნაბიჯები კვლავ არის გადასასდგმელი (ფინანსური კუთხით).

როგორც იწერება, ვალენსია ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს, ქართველი მეკარე კი 1 წლიანი იჯარის წესით, კვლავ ვალენსიაში დარჩება და შემდეგ ლივერპულის მთავარ გუნდს შეუერთდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი