ცნობილმა ბელგიელმა ძიუდოისტიმა ტომა ნიკიფოროვმა მედიასთან საუბრისას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე შეაჯამა და მსაჯები მკაცრად გააკრიტიკა.
"პარიზის ოლიმპიადაზე განსაკუთრებით იმედგაცრუებული ვარ მსაჯების გადაწყვეტილებით და ძიუდოს ფედერაციის მოქმედებებით - მგონია, რომ ამ ოლიმპიადაზე მსაჯებმა განსაკუთრებით ბევრი შეცდომა დაუშვეს, ვიდრე სხვა დროს. მეტიც, რიგ შემთხვევებში ემჩნეოდათ, რომ მიკერძოებულები იყვნენ. კონკრეტულ ბრძოლებს ვერ დავასახელებ, თუმცა ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაიჩაგრა უაზრო გადაწყვეტილებების გამო.
ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ გახსნის ცერემონიაზე ქრისტიანობის დაცინვა სამარცხვინო იყო", - განაცხადა ნიკიფოროვმა.