იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურის შეხვედრაში, ლაციომ საკუთარ მოედანზე სალერნიტანას უმასპინძლა და მოულოდნელად, 1:3 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, მასპინძელთა თავკაცმა, მაურისიო სარიმ აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და მსაჯები გააკრიტიკა:
"სანამ მეტოქე გაათანაბრებდა, თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. ალბათ წინასწარ გვეგონა, რომ გამარჯვება განაღდებული გვქონდა...
სავიჩის მხრიდან უხეშობას ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს, ყვითელი ბარათი სრულიად ზედმეტი იყო - მას ბურთ უკვე გაცემული ჰქონდა და შეჯახების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც მსაჯებზე ვფიქრობ, 6-თვიანი დისკვალიფიკაცია არ ამცდება", - განაცხადა სარიმ.