საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო წლებში სინათლის სისწრაფით პროგრესირებს, რაც უეფას მიერ შედგენილ რეიტინგშიც დადასტურდა.
ბოლო განახლებული ვერსიით, ევროპაში სულ რამდენიმე ნაკრები არსებობს, რომლებმაც რეიტინგში საქართველოზე დიდი და გრძელი ნახტომი გააკეთეს.
ასეთი ნაკრებები თურქეთი (+16 პოზიცია), ესპანეთი (+5 პოზიცია) და სლოვენია (+5 პოზიცია) არიან, შემდეგ კი ჩვენი ეროვნული გუნდი მოდის (+4 პოზიცია).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მასშტაბით 74-ე პოზიციას იკავებდა, ახლა კი სანიოლის გუნდი 70-ე ადგილზეა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ უახლოეს პოზიციებზე საქართველოს ისეთი ნაკრებები ჰყავს, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ბურკინა ფასო, კაბო ვერდე და სხვები, რის გამოც სამომავლო დაწინაურება კიდევ უფრო მოსალოდნელია!