გუშინდელმა საქართველოს თამაშმა მთელი მსოფლიო განცვიფრებული დატოვა, რისი ერთ-ერთი მაგალითიც Optus Sport-ის უელსელი რეპორტიორის სიტყვებია, რომელსაც ის ეროვნულ გუნდზე აკეთებს.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, მისთვის გაუგებარია თუ რას აკეთებენ FIFA-ს რეიტინგში საქართველოზე მაღლა ისეთი ნაკრებები, როგორებიც ბურკინა ფასო, ჩრდილო ირლანდია, მალი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა არიან:
არ მესმის თუ როგორ არიან ეს ქვეყნები საფეხბურთო რეიტინგში საქართველოზე მაღლა. რაც მათ პორტუგალიასთან გააკეთეს, ეს გასაოცარი იყო! თუ თამაშზე არ გიყურებიათ, მაშინ მე მისმინეთ. საქართველო დაცვაში დგომას და დაცვას კი არა, შეტევაში თამაშს ცდილობდა და თამაშზე სადავეები აიღეს კიდეც! მათ პორტუგალიის კართან შეტევები აწარმოეს და თანაც საკმაოდ კარგად!
ცხადია, ისინი თავსაც იცავდნენ და ასეც უნდა ყოფილიყო. საქართველოს თავდაცვაც ბრწყინვალე ჰქონდა. მათ გარკვეული დაცვითი წინაღობები შექმნეს კრიშტიანუს შესაჩერებლად და ვინ იტყვის, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ?
მთლიანობაში საქართველოს ელიტურმა ფეხბურთელებმა, კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა გასაოცრად ითამაშეს!
- ამბობს უელსელი ჟურნალისტი.
ცნობისთვის, საქართველო ფიფას რეიტინგში 73-ე პოზიციიდან 69-ე ადგილზე გადავიდა!