'ფრანგულ კლუბშიც წარმატებით თამაშობს' - უცხოური გამოცემები მიქაუტაძეზე საუბრობენ » სპორტის ხაზი

'ფრანგულ კლუბშიც წარმატებით თამაშობს' - უცხოური გამოცემები მიქაუტაძეზე საუბრობენ

'ფრანგულ კლუბშიც წარმატებით თამაშობს' - უცხოური გამოცემები მიქაუტაძეზე საუბრობენ
13-11-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ლიგა 2-ის მე-15 ტურში 'მეცი' 'პარიზს' დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მაისურით სამი გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა, რომელიც მატჩის შემდეგ ფრანგული და ბელგიური გამოცემების სასაუბრო თემა გახდა.

Walfoot - "შესანიშნავად ითამაშა ბელგიური სერენის ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მეცს პარიზთან მოგებაში დაეხმარა. მეცი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლას ცდილობს. გუნდმა მოიგო ზედიზედ მეორე მატჩი. მიქაუტაძემ, რომელიც ახლა უკვე ფრანგულ კლუბშიც წარმატებით თამაშობს, ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამ სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა. მისი გუნდი მე-8 ადგილზეა და მიზნისკენ წარმატებით მიიწევს."

Lequipe - "ლიგა 2-ის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძემ „პარიზთან“ ჰეთ თრიკი შეასრულა. ქართველმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში თერთმეტმეტრიანიდან, შემდეგ კი უპირატესობა გააორმაგა, ხოლო მატჩის ბოლოს შესანიშნავი კონტრიერიში გოლით დაასრულა. ეს 22 წლის მიქაუტაძის ფრანგულ კარიერაში პირველი ჰეთ თრიკია, საერთო ჯამში კი მან უკვე 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა."

მოგახსენებთ იმასაც, რომ 'მეცი' 15 ქულით მე-8 ადგილზეა. ფრანგული გუნდი მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასზე 'ეპინალის' წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი