მოთხოვნა დაკმაყოფილებულია - ვალენსია გიორგის ლივერპულში გაუშვებს » სპორტის ხაზი

მოთხოვნა დაკმაყოფილებულია - ვალენსია გიორგის ლივერპულში გაუშვებს

მოთხოვნა დაკმაყოფილებულია - ვალენსია გიორგის ლივერპულში გაუშვებს
20-08-2024, 12:26
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპული გიორგი მამარდაშვილის შეძენას კვლავ აქტიურად ცდილობს და წესით, მათ უკანასკნელ წინადადებაზე ვალენსიაში უარი აღარ უნდა თქვან.

აქამდე ლივერპულიდან 30 და 35-მილიონიანი წინადადებები ვალენსიამ უკვე მიიღო, თუმცა დაიბლოკა როგორც ერთი, ისე მეორე. საქმე ისაა, რომ ესპანური გუნდის პრეზიდენტი მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვს, ლივერპულის ახალი შეთავაზება თავისი საბონუსე სისტემით კი თითქმის მოთხოვნის შესაბამისია.

Relevo წერს, რომ ვალენსიას ოფიციალური პასუხი ლივერპულისთვის ჯერ არ გაუგზავნია, რადგან კლუბში სურთ, რომ ქართველის ტრანსფერში მაქსიმალურად დიდი თანხა აიღონ.

სხვათა შორის, გასათვალისწინებელია ბორნმუთის ფაქტორიც, გუნდის, სადაც მამარდაშვილი ლივერპულიდან 1 სეზონის განმავლობაში განათხოვრდება. ბორნმუთში აპირებენ, რომ მამარდას სანაცვლოდ 5 მილიონი გადაიხადონ, თუმცა მათ შემადგენლობის გაძლიერება მაქსიმალური სისწრაფით სურთ და დიდი ხნით მოცდას ვეღარ შეძლებენ.

ამდენად, ახლა ჯერი ვალენსიას სიტყვაზეა. თუ ისინი 40-მილიონიან წინადადებას მწვანე შუქს აუნთებენ, მაშინ გიორგი მამარდაშვილი გეზს ინგლისის პრემიერ ლიგისკენ აიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი