ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ახალი სეზონის პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო. ანტონიო კონტეს გუნდი ვერონასთან 3:0 განადგურდა, კვარამ კი მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ნახევრის მიწურულს მინდორი სახის არეში მიღებული დაზიანების გამო დატოვა, თუმცა შემდეგ დაიწერა, რომ ხვიჩას მოხსნის რეალური მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, სახეზე ტკივილის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიას კუნთის დაჭიმულობაც ჰქონდა და კონტემ მისი თამაშში დატოვებით ვეღარ გარისკა. საგულისხმოა, რომ ეს პრობლემა ქართველს წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზეც ჰქონდა და სამედიცინო ჯგუფთან აქტიურ კავშირზე იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, ხვიჩას თავი ძველმა დისკომფორტმა შეახსენა.
მიუხედავად ამ ტრავმებისა, წესით, მნიშვნელოვანი არაფერი არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, მედიაში ჯერ არაფერი დაწერილა.