ინგლისის ჩემპიონშიპის პირველი შეხვედრის შემდეგ, უოტფორდის მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძეს ნამდვილი ინტელექტუალი უწოდა, ეს სიტყვები კი ამავე კლუბის გუშინდელ შეხვედრაშიც დადასტურდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ 17 აგვისტოს შეხვედრაში უოტფორდს კვლავ ულიდერა და თავის გუნდს ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. გარდა შესრულებული საგოლე პასისა, ჩაკვემ კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა და ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებაც მიიღო.
მაშ ასე, 2 ტურში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. ალბათ, უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძველი ჩაკვე დაბრუნდა!
იხილეთ ვიდეო