"ვფიქრობ, ხვიჩა ამ გუნდის სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება", - კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ვფიქრობ, ხვიჩა ამ გუნდის სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება", - კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი

"ვფიქრობ, ხვიჩა ამ გუნდის სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება", - კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი
18-08-2024, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

წლების წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველ შემტევს ბარსელონაში თამაში "ურჩია".

"ვფიქრობ, რომ ხვიჩას სათამაშო სტილი ბარსელონას მოუხდება და ეს მისი გუნდია. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ისიცაა, რომ ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც მუდამ პროგრესირებს.

ერთი სიტყვით - კვარაცხელიას დონე ბარსელონას შეესაბამება
", - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, ხვიჩას და ნაპოლის საკითხი ღია იყო და ქართველი ფეხბურთელის დამატებას ფრანგული პსჟ ცდილობდა, თუმცა, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ კვარაცხელია ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი