საოცარი ისტორია - როგორ დაეხმარა ლაშა ბექაურს მამა ოლიმპიადის მოგებაში » სპორტის ხაზი

საოცარი ისტორია - როგორ დაეხმარა ლაშა ბექაურს მამა ოლიმპიადის მოგებაში

საოცარი ისტორია - როგორ დაეხმარა ლაშა ბექაურს მამა ოლიმპიადის მოგებაში
17-08-2024, 11:54
Aa Aa
გაზიარება:

ლაშა ბექაური 23 წლის ასაკში უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც ქართული ძიუდოისთვის უდიდესი მიღწევა და საოცარი მონაპოვარია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ლაშა ბექაურის მამის კომენტარი, რომელიც თავისი შვილის ფინალურ დაპირისპირებას და უკიდურეს დაძაბულობას იხსენებს.

ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, ძალიან რომ უჭირდა. დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. როგორც წინა ოლიმპიადაზე, ეჭვი არ შეგვპარვია, ტრავმის დროს რომ ოქროს მედალი იქნებოდა და ელემენტარული სხვა შანსი არ იყო, ისე იყო ახლაც. დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით - გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს, ყველას, გვიყვარხართ, ხალხო! მე ვარ ბედნიერი მშობელი, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი, რომელსაც სიხარული მოაქვს თავისი სამშობლოსთვის!

- თქვა გელა ბექაურმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი