"სპარტაკში" ჯანო ანანიძის ყოფილმა თანაგუნდელმა არიმ (არიკლენეს დე სილვა ფერეირა) მედიასთან თქვა, რომ მთელი ევროპა სულმოუთმენლად ელოდება როდის დაბრუნდება რუსეთი ევროტურნირებზე.
"ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდება რუსეთი საერთაშორისო არენაზე. სპორტის არსებობა ასეთი დიდებული ქვეყნის გარეშე წარმოუდგენელია, რუსეთის დაბრუნება კარგი იქნება როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ტურიზმისთვის."
- ამბობს წარმოშობით ბრაზილიელი, რუსეთის მოქალაქე არი.