გუშინ, 15 აგვისტოს, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნახევარფინალურ სტადიის საპასუხო მატჩში ერთმანეთს პოლონური "ლეგია" და დანიური "ბრონდბიუ" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა 1:1, ხოლო ორი მატჩის ჯამში, პოლონელთა გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მედიისა და გულშემატკივრების ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია "ლეგიას" 34 წლის თავკაცმა გონსალო ფეიომ, რომელმაც "ბრონდბიუს" ფანების მიმართ უხამსი ჟესტები გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო: