პარის სენ-ჟერმენთან საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინ, კომენტარი გააკეთა დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი ტერზიჩის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით, 1:0, დასრულდა.
"პირველ შეხვედრაში მოვიპოვეთ დამსახურებული გამარჯვება და სასურველი შედეგის ბოლომდე მიყვანას საპასუხო მატჩშიც ვეცდებით. ჩვენი მიზანია ფრე ან თუნდაც მოგება, რატომაც არა?! ფინალში გასვლა რეალურია და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით." - თქვა ტერზიჩმა.