ვალენსიას მწვრთნელი სიჩუმეს არღვევს - ბარახას კომენტარი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

ვალენსიას მწვრთნელი სიჩუმეს არღვევს - ბარახას კომენტარი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე

ვალენსიას მწვრთნელი სიჩუმეს არღვევს - ბარახას კომენტარი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე
16-08-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერზე მედია ყოველდღიურად წერს - აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

"მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია და მზად არის ბარსელონასთან სათამაშოდ - მისი გონება და კონცენტრაცია ახლა სრულად ამ მატჩისკენაა მიმართული. თუ მის მომავალთან დაკავშირებით რამე შეიცვლება, ამას ყველანი ერთად გავიგებთ, ახლა კი ჩვენი ფეხბურთელია.

კარგი იქნებოდა სეზონი დახურული სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ დაწყებულიყო, რთულია, როცა სეზონის მიმდინარეობისას კვლავ კეთდება ტრანსფერები
", - განაცხადა რუბენ ბარახამ.

შეგახსენებთ, ქართველი მეკარისადმი ინტერესი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ გაორმაგდა - მისი ტრანსფერით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, თუმცა, ყველაზე ხშირად მედიაში ლივერპულის სახელი ჟღერდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი