როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი თამაშის გამო, გიორგი მიქაუტაძის მიმართ გუნდების ყურადღება გაორმაგდა.
ქართველი შემტევის სახელი ბოლო დღეებში არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მაგრამ მათგან ყველაზე რეალური 4 ვარიანტი იყო - მონაკო, რომა, ვესთ ჰემი და ლანსი.
როგორც იტალიური გამოცემა romapress ირწმუნება, გიორგი მიქაუტაძემ ვესტ ჰემსა და ლანსს უარი უთხრა - ქართველი ფეხბურთელის გადაბირებას კი ამჟამად მონაკო და რომა ცდილობენ.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი კვირის წინ ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ მიქაუტაძემ და მონაკომ პირადი კონტრაქტი შეათანხმეს, თუმცა, მას შემდეგ ამ თემაზე კონკრეტული არაფერი დაწერილა.