წამყვანი იტალიური გამოცემების მტკიცებით, ბოლონიას ჯოშუა ზირზკე უდიდესი ალბათობით დატოვებს, ხოლო მის შემცვლელად საქართველოს ნაკრების ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეც განიხილავენ.
წყაროს მტკიცებით, იტალიელები ზირზკეს ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევრომდე მიიღებენ, ამიტომაც მათთვის გიორგის გადმობირება რთული არ უნდა იყოს, თანაც ბოლონია მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ მიქაუტაძემ ფრანგულ მონაკოსთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა მას შემდეგ ამ თემაზე არაფერი დაწერილა.
ჯერჯერობით ფეხბურთელის გარემოცვა კონკრეტულს არაფერს ამბობს, მაგრამ სავარაუდოა, რომ გიორგი მეცს დატოვებს და კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.