გიორგი მამარდაშვილისა და ლივერპულის შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გრძელდება.
ცოტა ხნის წინ ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ქართველმა მეკარემ ლივერპულთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი დროის საკითხია.
რეალურად, ქართველი ჟურნალისტის და სპორტის კომენტატორის, გიორგი პავლიაშვილის აზრით, ყველაფერი ქართველ გულშემატკივარს სულ რაღაც 3 დღეში, 17 აგვისტოს ეცოდინება, რადგან ამ თარიღის დადგომის დროს ვალენსია ლა ლიგის პირველ შეხვედრას მართავს.
თუ ვალენსიელთა კარში მამარდაშვილი არ დააყენეს, ეს პირდაპირი განაცხადი იქნება იმისა, რომ ქართველი მეკარე კლუბს ტოვებს და კარიერას პრემიერ ლიგაში აგრძელებს!