მამარდაშვილი ლივერპულს შეუთანხმდა - ტრანსფერის დეტალები » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი ლივერპულს შეუთანხმდა - ტრანსფერის დეტალები

მამარდაშვილი ლივერპულს შეუთანხმდა - ტრანსფერის დეტალები
14-08-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, რომ სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა და ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ლივერპულმა გადაწყვიტა, რომ მამარდაშვილი ერთი ან ორი წლით პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ბორნმუთში გაანათხოვროს, შემდეგ კი პირველ გუნდში დააწინაუროს. დიდი ალბათობით, მერსესაიდული კლუბის ბოსების მიზანი ისაა, რომ მამარდა ინგლისურ ფეხბურთს კარგად შეეჩვიოს, რასაც ლივერპულის პირველ გუნდში დაწინაურება მოჰყვება.

სხვათა შორის, არსებობს ერთი დეტალი, რაც ამ ტრანსფერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, ეს დეტალი კი პრემიერ ლიგის სატრანსფერო პილიტიკას შეეხება.

საქმე ბორნმუთში განათხოვრებას ეხება. პრემიერ ლიგის გუნდს არ შეუძლია, რომ ერთსა და იმავე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელი ჯერ იყიდოს, შემდეგ კი ამავე ლიგაში მოასპარეზე გუნდში გაანათხოვროს.

მოკლედ, წინ საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე პერიოდი გველის და ყველაფერს მხოლოდ დრო გვიჩვენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი